არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

დიპტიქები, ღმერთი სტიკერი 5, 6, 7, 8, 9. ფერის ღმერთი 1

2015

ნიკა სახანბერიძე - დიპტიქები, ღმერთი სტიკერი 5, 6, 7, 8, 9. ფერის ღმერთი 1

ვარდების რევოლუციის მოედანი, თბილისი, საქართველო

კურატორი: ელენე აბაშიძე

Project ArtBeat მოძრავი გალერეა წარმოგიდგენთ ნიკა სახანბერიძის პერსონალურ გამოფენას "დიპტიქები, ღმერთი სტიკერი 5, 6, 7, 8, 9. ფერის ღმერთი 1". ამ გამოფენით იწყება არტისტის და Project ArtBeat -ის ინტერნეტ გალერეის კოლაბორაცია. 

გამოფენა "დიპტიქები, ღმერთი სტიკერი 5, 6, 7, 8, 9. ფერის ღმერთი 1" აერთიანებს სახანბერიძის ზოგადი პრაქტიკისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს და მათ ერთ სივრცეში განათავსებს. გამოფენაზე წარმოდგენილია აკრილის საღებავის ერთი ფერის აბსტრაქცია; დიპტიქები, სადაც ერთი მოტივი ორ სიბრტყეზე მეორდება; არტისტისათვის დამახასიათებელი სამგანზომილებიანი ობიექტები კი აქ ორ განზომილებიან სიბრტყეზეა წარმოდგენილი. ფერი, როგორც არტისტის პირველადი ინსპირაცია, აქაც მისი შემოქმედების ცენტრალურ ღერძად რჩება, აბსტრაქცია კი კვლავ მის პირველად ენად.

ნიკა სახანბერიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა, 2008 - 2010 წლებში განათლება დიდ ბრიტანეთში, ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯში მიიღო. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში, როგორიცაა: 2015 წლის "ხელოვნება მართავს", პრეზიდენტის სასახლე, თბილისი; 2011 - "დროის ჩაუწერელი ფრაგმენტი", თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი; 2005, 2004, 2003 წლებში კი ნიუ იორკის A Jain Marunouchi Gallery - ში. სახანბერიძეს ახალგაზრდა ასაკიდან აქვს პერსონალური გამოფენები, მათ რიცხვშია: 1999 - ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; 2002 - გალერეა "გორა", მონრეალი, კანადა; 2006 - A Jain Marunouchi Gallery, ნიუ იორკი, აშშ; 2007 - ფესტივალი "მზიური", 2010 - "28 სკულპტურა", ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯი და სხვ.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე