არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

,ქართული მელანქოლიის ანატომია", ლადო ფოჩხუას ერსონალური გამოფენა [ეროვნული გალერეა]

2013

ლადო ფოჩხუა დაიბადა სოხუმში. 1993 წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო იგი იძულებული გახდა საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყო. პროფესიული განათლება მან თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, 2004 წლიდან კი იგი აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სისტემატიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში, პერსონალურ სტუდიაში ასწავლის ხატვას. აღსანიშნავია, რომ მის მოსწავლეთა შორის მრავლადაა აშშ-ში მცხოვრები ქართველი. ლადო ფოჩხუა არის აგრეთვე კოლუმბიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, სადაც ქართული ხელოვნების შესახებ კითხულობს ლექციებს.

ავტორის შემოქმედება მისი წარსულით არის შთაგონებული. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს ავტორი ასე აღწერს: ,,ამ პროექტის არსებობას დიდწილად ვუმადლი ჩემს მეხსიერებას და ვითარებებს, რომელთა შეცვლაც მე არ შემეძლო. ამ გამოფენაზე გამოტანილი ფოტოსურათები ჩემი გზის ეტაპებია, რომელიც ლტოლვილის ცხოვრებიდან ადამიანურ ცხოვრებამდე გავიარე."

ავტორის ბოლო დროინდელ უმნიშვნელოვანეს გამოფენებს შორის აღსანიშნავია მისი პერსონალური გამოფენა ბუდაპეშტში, პრაღის ბიენალე და ლაიბციგში გამართული ჯგუფური გამოფენა. ნოემბერში, არტისტერიუმის დასრულების შემდგომ, ავტორი ნიუ-იორკის "Brooklyn Box" გალერეაში პერსონალურ გამოფენას გამართავს.