არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ქართველი არტისტების ჯგუფური გამოფენა - ECHOING GREEN

2021

ჯგუფური გამოფენა “ECHOING GREEN” გალერეა 4710-ში.

გამოფენაზე ნაჩვენებია სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, რომლებშიც ცენტრალური ხაზი მწვანე ფერია, ან ის მნიშვნელობები, რასაც ეს ფერი ასახავს.

გარდა იმისა, რომ მწვანე ფერი ეკოლოგიას ეხმიანება, ის ასევე სიცოცხლის და განახლების სიმბოლოა.

განახლების კონცეფცია კი, ეკოლოგიასთან ერთად, ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალია.

სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანების სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრების ერთ სივრცეში მოქცევით, ჩვენ ვეცდებით, რომ ვაჩვენოთ არა იმდენად ბუნება, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზმი, არამედ, თუ როგორ რეფლექსირებენ მასზე ხელოვანები.

მიუხედავად იმისა, რომ გალერეა 4710-ის კონცეფცია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების წარმოჩენაა, გამოფენა ‘ECHOING GREEN’ განსხვავებული მოცემულობაა, სადაც სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების ხელოვანებს ვაჩვენებთ:

ნათელა იანქოშვილს და თამუნა სირბილაძეს, რომელთა ნახვაც ქართული თანამედროვე ხელოვნების სივრცეებში იშვიათადაა შესაძლებელი; თეა გვეტაძეს და გიო სუმბაძეს, რომლებსაც ქართული თანამედროვე ხელოვნების სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ; თამარ ნადირაძეს, ნიკა ქუთათელაძეს, ქეთა გავაშელს და ანდრია დოლიძეს, გალერეა 4710-ის მეგობარ ხელოვანებს, რომელთა ნამუშევრებს დამთვალიერებელი გალერეაში კიდევ ბევრჯერ ნახავს.

გამოფენის სათაურის ინსპირაცია უილიამ ბლეიკის 'უმანკოებისა და გამოცდილების სიმღერებიდან' მოდის, რისთვისაც მადლობა მას.