არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

WATO TSERETELI "FOCUSFREE"

2013

13 დეკემბერს Dédicace Gallery წარმოგიდგენთ მხატვარ ვატო წერეთლის პერსონალურ გამოფენას „FOCUSFREE“. ავტორს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელ დირექტორს, თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფოტოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და პედაგოგს. მას არაერთ საერთაშორისო პროექტებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ვატო წერეთელი პერსონალური გამოფენით პირველად წარსდგება საზოგადოების წინაშე. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ვატოს როგორც მხატვარს, მის მრავალმხრივ და საინტერესო შემოქმედებას.