არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Oxygen_Tbilisi No Fair

2018

კონცეფცია:

ჯერ იყო კაშკაშა სიკვდილი. მერე ჟანგბადი, მერე ბაქტერიები, მერე ვირუსები და ადამიანები ეპოქალურად განსხვავებული ‘ვირუსებით’.

გარდამავალი პერიოდის სტამბაში (17-20 მაისი) შემოქმედებითობა გავრცელდება, როგორც ვირუსი.

სტამბის სართულებზე, რომლებიც 4 დღით სხვადასხვა გამოცდილების მქონე არტისტებს დაეთმობათ, ვნახავთ 33 სოლო გამოფენას და 2 შემოქმედებითი სკოლის ჯგუფურ ექსპოზიციას. ქუჩის პრინციპით დანომრილი ოთახების და ვიზუალური შინაარსების მონაცვლეობა შექმნის სიხშირეს, რომელიც შეესაბამება თანამედროვე ხელოვნების პოსტ-მედიუმ ხანას.

გამოფენა OXYGEN აჩვენებს საქართველოში არსებულ შემოქმედებით ძალას. და თუ ამ ძალის მიერ ქაოსით მოწესრიგებულ ‘კოსმოსს’ დიაგრამასავით შევხედავთ, დავინახავთ ჩვენს ადგილს მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე.

მონაწილეები:

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი / გიორგი ალხაზიშვილი / შოთიკო აფციაური / ლია ბაგრატიონი / თამარ ბერიანიძე / იური ბერიშვილი / თეა გვეტაძე კოლაბორაცია გვანცა სანიკიძესთან / დავით გიორგაძე / სალომე დუმბაძე / ანდრო ერაძე / კოკა ვაშაკიძე / ნიკოლოზ კაპანაძე / ქეთი კაპანაძე / ლადო ლომიტაშვილი / გიორგი მაღრაძე / მაქსიმე მაჩაიძე / სალომე მაჩაიძე / ნინო საკანდელიძე / ნინო სეხნიაშვილი / გიო სუმბაძე / ანა ტაბატაძე / გიგი შუკაკიძე / ანა ჩადუნელი / თამარ ჩადუნელი / სალომე ჩიგილაშვილი / ნანუკა ჩიჩუა & უეიდ აივი კოლაბორაცია ბიბი ასათიანთან / ჩუბიკა / ლიზა ცინდელიანი / თემო ჯავახი / სალომე ჯოხაძე / კოლექტივი inChina / CCA-T / VAADS / The Why Not Gallery / პატარა გალერეა

ოფიციალური გვერდი

Oxygen_No Fair – ბარიერებიდან თავისუფლებამდე. at.ge. ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი. 2018