არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ქეთი კაპანაძე - ცნობიერი აგენტების პორტალი

2021

ქეთი კაპანაძის პერსონალური გამოფენა, 'ცნობიერი აგენტების პორტალი' გალერეა ართბითში.

‘სიტყვები, როგორც იდეის ტანი. ჩიტები. სიმბოლოები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი მენტალური სამყარო ასახონ. სარკეები. ინფორმაცია, რისი დახმარებითაც ვაგებთ ჩვენს რეალობას. რიცხვები. სად იღებს ეს ინფორმაცია სათავეს, იქნებ, ის დამოუკიდებელია და უსაზღვრო, სიცარიელეს მკვრივ ვაკუუმზე, უხილავ ენერგიებსა და გეომეტრიულ ფორმულებზეა წამოცმული. შესაძლებელია, რომ ფიზიკური სამყარო ჩვენი ჰალუცინაციაა. იქნებ, არსებობს სხვა რეალობა, მაგრამ ის სრულიად განსხვავდება ჩვენი ტვინის მოდელირებისგან. აღვიქვამთ თუ არა სამყაროს ობიექტურად, თუ მოვახერხეთ რეალობის დამალვა და ჩვენზე მორგება. არსებობს თუ არა ცნობიერება ტანის გარეშე? საზღვარები. როგორია რეალობა ჩვენგან დამოუკიდებლად? განზომილებები. არის თუ არა ყოველი მატერიალური სხეული, მათ შორის სიტყვებიც, იმის მატარებელი, რასაც ისინი გადმოსცემენ?’ - ქეთი კაპანაძე.

ქეთი კაპანაძე დაიბადა 1962 წელს თბილისში. 1983 წლისთვის, სანამ ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო, ხელოვანს უკვე შექმნილი ქონდა თავისი პირველი კონცეპტუალური გრაფიკული და ფოტო ნამუშევრები. იგი საბჭოთა პერიოდის საქართველოს პირველი კონცეპტუალური არტისტია. იმ დროიდან მოყოლებული კაპანაძის ნამუშევრები Norton and Nancy Dodge-ის მუდმივ ექსპოზიციაშია. ასევე საბჭოთა კავშირის არაკომფორმისტული ხელოვნების კოლექციაში Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ში, აშშ. 1990 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საზღვარგარეთ The Sheffield City Polytechnic, the CCA, Contemporary Art Center, Glasgow, the BAK Swiss Federal Foundation, Berne, და the IAAB Christoph Merian Stiftung, Basel - ის დაფინანსებით. 1997 წელს მიიღო „ღია საზოგადოება საქართველოს“ პირველი ჯილდო ფოტოგრაფიაში. 1998 წლიდან იყო ქართული ჟურნალის, „სიგნალის“ რედაქტორი.

2000 წელს არტისტი Baumann Stiftung-ის დახმარებით საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, როგორც მოწვეული პროფესორი Johannes Gutenberg University-ში, მაინცი, გერმანია. 2007 წელს მიიღო Cité des Arts-ის დაფინანსება პარიზში. მისი ნამუშევრები ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებშია, როგორებიცაა: ბოხუმის მუზეუმი; შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა; კულტურის სამინისტრო, შტუტგარტი; ევროპის საპატენტო ოფისი, მიუნხენი; ხელოვნების სახელმწიფო გალერეა გიოპინგენი; MMoma მოსკოვი.

არტისტი ცხოვრობს და მუშაობს ბონში, გერმანია.