არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

არტელი რაჭა

2005

2005 წელს დაარსდა ხელოვანთათვის რეზიდენცია რაჭაში, სოფელ ჭყვიშში. რეზიდენცია ხელოვანმა კოტე ჯინჭარაძემ დააფუძნა მამა-პაპისეულ სახლში. ტრადიციულ რაჭულ საცხოვრებელში უნიკალური ბუხარი და რაჭული ხის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი გარემო შერწყმულია თანამედროვე ელემენტებთან.

სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ფონდების დახმარებით რეზიდენცია თანდათანობით ფართოვდება: სახელოსნო, ღია კინო თეატრი ხელოვანთა სახცოვრებელ სივრცეს აკრავს გარშემო. საზაფხულო რეზიდენციას ყოველწლიურად სტუმრობენ ქართველი და უცხოელი ხელოვანების ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ მუზეუმებს, ხელოვნების სკოლებს და სხვა კულტურულ დაწესებულებებსაც ეცნობიან. 2015 წლიდან საზაფხულო რეზიდენციის ბაზაზე დაფუძნდა რაჭაში პირველი ხელოვნების ფესტივალი "არტრა". რეზიდენციის პროგრამასა და ფესტივალში ჩართული ხელოვანების, კურატორების მონაწილეობით ეწყობა ვორქშოფები და გამოფენები ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის სხვადასხვა დაწესებულებებში.