არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

კუსამა

ობიექტი

ნინო ქვრივიშვილი

აბრეშუმი, ხავერდი
2016
50x60 სმ.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ის იშვიათი ინსტიტუციაა თბილისში, რომელმაც თავისი სივრცე დაუთმო თანამედროვე არტისტებსა და კურატორებს. პროექტის „არტისტული ინტერვენცია მუზეუმში“ ფარგლებში ნინო ქვირივიშვილი არის პირველი არტისტი, რომელმაც კურატორ ირინა პოპიაშვილთან ერთად 2016 წლის 31 მაისს წარადგინა თავი ნამუშევრები.

გამოფენა “საბჭოთა ცისარტყელა - მაღაზიიდან მუზეუმამდე” მუზეუმის ისტორიის, ქართული აბრეშუმისა და ქსოვილების ინდუსტრიის თემაზეა შექმნილი. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, გამოფენის კურატორმა, ირინა პოპიაშვილმა, ავტორის ნამუშევრები მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცესა და მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში განათავსა.

გამოფენის სათაური „საბჭოთა ცისარტყელა“ ეხმიანება თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის სახელს და ამჯერად, თითქმის შეწყვეტილი ინდუსტრიის ნაწარმი არტისტის ნამუშევრებით ახალ კონტექსტში წარმოგვიდგინა. კონცეპტუალურად ნინო ქვრივიშვილის გამოფენა აბრეშუმის მუზეუმის საზღვრებს გარეთაც გრძელდება. არტისტის გამოფენის ბანერები ქალაქში განთავსებულია იმ ადგილებზე, სადაც 25 წლის წინ თბილისელებისთვის ნაცნობი ქსოვილების მაღაზიები იყო. ამგვარი ხერხით, ნინო ქვრივიშვილმა წარსული და აწმყო ემოციურად დააკავშირა და თბილისელებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის ადგილები, სადაც უფროსი თაობის ადამიანებისთვის ნაცნობი და საყვარელი მაღაზიები იყო განთავსებული.

გამოფენა „საბჭოთა ცისარტყელა - მაღაზიიდან მუზეუმამდე“ იმ მოსახლეობას მიმართავს, რომლისთვისაც ქალაქის უახლესი ისტორიის ანთროპოლოგიური რუკა, პირადი ცხოვრებისა და მეხსიერების ნაწილია.

ახალგაზრდა არტისტმა საბჭოთა პერიოდში თბილისის ფაბრიკის გამოშვებული ქსოვილები მოიძია და ისინი მუზეუმის რეკონსტრუქციის შედეგად გადარჩეულ ნივთებთან კომბინაციით ახალ კონტექტსში, ახალ ნამუშევრებად წარმოგვიდგინა. ნინო ქვრივიშვილის “ლედი შავ კაბაში” ძველ ოვალურ მუყაოს ჩარჩოში ჩასმული პორტრეტია, ხოლო ლედის პორტრეტი საბჭოთა ცისარტყელის “კრეპდიშინია”.