Savanna Savage
გვანცა ჯიშკარიანი
სკულპტურა, ფოტოგრაფია, მინაზე დაკრული პრინტი, კედლის მხატვრობა
2017
“ბოლო დროს ბევრს ვფიქრობდი შემთხვევითობაზე. რატომ უგულვებელვყოფთ ან უარვყოფთ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, შემთხვევითია. რატომ ვეძებთ ახსნას, კონცეპტებს, მნიშვნელობებს, რატომ არ არსებობს ადგილი ინტუიციური მოქმედებებისა და შემთხვევითობებისთვის. ეს ფოტოები არც წინასწარ დამიგეგმავს, არც მათი მოლოდინი არსებობდა. ისინი შემთხვევითია - მათი რედაქტირება არასდროს მიცდია. იმის მიუხედავად, რომ ფოტოები შემთხვევითია, გამოსახულებები კი დაუგეგმავი და დაურედაქტირებელი - ისინი მისდევენ დროს: თუ ერთ რიგად დავაწყობთ, ერთიან უსასრულო გამოსახულებას მივიღებთ, დროის უსასრულო ხაზს. ფოტოები ნახევრად გამჭვირვალეა და მთლიანი გამოსახულების აღქმა მხოლოდ დისტანციიდანაა შესაძლებელი. ცხოვრებაშიც ასეა: ზოგჯერ, მოვლენათა ხელახლა გააზრებისთვის საჭიროა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგათ. მეც ასე მოვიქეცი, ერთი წლის წინ, როცა ჩემს შემოქმედებაში დიდი ცვლილების დრო დადგა და ნამუშევრებში ფოტოების გამოყენება დავიწყე. და თუ თითქმის არაფერი მახსოვს 13 წლის საკუთარ თავზე, ესაა როგორც ვისურვებდი 26 წლის დამახსოვრებას.” – გვანცა ჯიშკარიანი, 2017.
პროექტი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით განხორციელდა Project ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში.