უსათაურო
მაია სუმბაძე
ციფრული ნახატი, პრინტი
2013
გრაფიკული ნამუშევრები რამდენიმე წლის განმავლობაში იქმნება, ციფრული მედიის და ხელით ხატვის სხვადასხვა ეტაპებს გადის. სუმბაძე ამ ნამუშევრებში იყენებს ძველი ქაღალდების ფაქტურას, ორნამენტს, ნივთებს მისი ყოველდღიურობიდან. ნამუშევრებში ასევე არიან წარმოდგენილი გამოგონილი და რეალური პერსონაჟები.
პირველი გამოსახულებიდან საბოლოო იმიჯამდე გზა თითქოს არასდროს სრულდება. ყოველთვის შესაძლებელია ნამუშევარს ახალი დეტალები დაემატოს და ძველი გაქრეს. ხელით ხატვის პროცესს ციფრულ ფორმატში, დიჯითაიზერით ხატვა ანაცვლებს. ამ ტექნიკას არტისტი უკვე 10 წელზე მეტია მიმართავს.
იქიდან გამომდინარე, რომ ნამუშევრები სხვადასხვა ფორმატში და განსხვავებულ ქაღლდზე იბეჭდება, მათი ზომა წინასწარ განსაზრვრული არ არის, ისევე როგორც ნამუშევრების შექმნის დრო მოიცავს ხანგრძლივ, ჯერ კიდევ დაუსრულებელ პერიოდს. ვებგვერდზე მითითებული თარიღიც პირობითია.