არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

უსათაურო

გრაფიკა

მაია სუმბაძე

ციფრული პრინტი
2013

გრაფიკული ნამუშევრები რამდენიმე წლის განმავლობაში იქმნება, ციფრული მედიის და ხელით ხატვის სხვადასხვა ეტაპებს გადის. სუმბაძე ამ ნამუშევრებში იყენებს ძველი ქაღალდების ფაქტურას, ორნამენტს, ნივთებს მისი ყოველდღიურობიდან. ნამუშევრებში ასევე არიან წარმოდგენილი გამოგონილი და რეალური პერსონაჟები.

პირველი გამოსახულებიდან საბოლოო იმიჯამდე გზა თითქოს არასდროს სრულდება. ყოველთვის შესაძლებელია ნამუშევარს ახალი დეტალები დაემატოს და ძველი გაქრეს. ხელით ხატვის პროცესს ციფრულ ფორმატში, დიჯითაიზერით ხატვა ანაცვლებს. ამ ტექნიკას არტისტი უკვე 10 წელზე მეტია მიმართავს.

იქიდან გამომდინარე, რომ ნამუშევრები სხვადასხვა ფორმატში და განსხვავებულ ქაღლდზე იბეჭდება, მათი ზომა წინასწარ განსაზრვრული არ არის, ისევე როგორც ნამუშევრების შექმნის დრო მოიცავს ხანგრძლივ, ჯერ კიდევ დაუსრულებელ პერიოდს.  ვებგვერდზე მითითებული თარიღიც პირობითია.