არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მოლეკულები

ინსტალაცია

სოფო კობიძე

შერეული მედია, სივრცისთვის სპეფიციკური ინსტალაცია
2018

თანამედროვე ხელოვნების პლათფორმამ ‘ობსკურა’ 2018 წლის ივნისში წარმოადგინა სოფო კობიძის ინსტალაციას Molecules, სადაც ნაჩვენები იყო ბოლო ერთი წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები.

სახელოსნოში მუშაობის პროცესი, რომელიც მონოლოგს გავს, არტისტს გამოაქვს გამოფენაზე და დიალოგისთვის სთავაზობს დამთვალიერებელს. სახელოსნოს სივრციდან ნამუშევრები - სურათები, ობიექტები, ნაპოვნი ნივთები მეგობრების ბინაში, სასტუმრო ოთახს, ყოველდღიური ურთიერთობებისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს. თითოეული ნივთი ერთიანი სურათის, არტისტის ფიქრის ნაკადის ფრაგმენტებია. ნაწილაკები განათების და ხედვის კუთხის ცვლასთან ერთად თავიდან იბადებიან, ერთიანდებიან და ახალ კონფიგურაციას ქმნიან. გამოფენის სტუმრები, ოთახში შესული ადამიანები, მონაწილეობენ არტისტის მონოლოგის დიალოგად გარდაქმნაში. გამოფენილი ობიექტები, მათი ჩრდილები, ანარეკლები, დამთვალიერებლების ჩრდილები ყოველ ჯერზე განსხვავებულ ასოციაციებს აჩენენ და ახალ ცხოვრებას იწყებენ.

მარიამ ლორია, 2018