რომ დავიცვა სახლი სანამ შორს ხარ
ნიკა ქუთათელაძე
2018
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, Propaganda.network-ის კურატორობით, განვითარდა ნიკა ქუთათელაძის ნამუშევარი ‘რომ დავიცვა სახლი სანამ შორს ვარ’. პროექტი ხორციელდება Propaganda.network-ის და აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით.
ნამუშევარი არის გურიის ერთ-ერთ სოფელში ნანახი, მძარცველებისა და ცხოველების შეჭრისგან დაცვის მიზნით, ეკლიანი მცენარით ამოვსებული მიტოვებული სახლის რეპლიკა.
ნამუშევრის განვითარებაში წვლილი შეიტანა კომპანია ანაგი • Anagi Construction Company-მა და Kunsthalle Tbilisi-მა.
ფოტო: თაკო რობაქიძე