წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე
ნიკა ქუთათელაძე
2018
ფოტო: გურამ კაპანაძე
ინსტალაცია (სოფლის წისქვილი ურბანულ გარემოში) ნიკა ქუთათელაძის 2016 წელს დაწყებული ტრილოგიის ბოლო ნაწილია. ქუთათელაძემ გურიის სოფლიდან ნაწილ-ნაწილ ჩამოტანილი წისქვილი ხელახლა ააწყო ერთოთახიან ბინაში, ყაზბეგის გამზირზე, რომელსაც ადრე პავლოვის ქუჩა ერქვა. შესაბამისად, ინსტალაციის სახელი უშუალოდ აღწერს ნამუშევარს. ავტორმა საბჭოთა საქართველოს ისტორიიდან ის ელემენტები გამოფინა, რომლებიც მის წარსულს უკავშირდება. ეს ბინა და წისქვილი ერთდროულად საჯარო და პირადი ემოციური მეხსიერების “ძეგლებია”. ინსტალაცია სწორედ პოსტსაბჭოთა ცვლილებებს ასახავს: იშლება წარსულის ყოფითი დეტალები და რჩება მათი კვალი ადამიანთა ცნობიერებაში. სოფლის წისქვილი მოუხერხებლადაა გაჭედილი საბჭოთა ბინაში.
პროექტი განხორციელდა: Kunsthalle Tbilisi-ს ფარგლებში.
at.ge. წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე: ნიკა ქუთათელაძის ბინის ინსტალაცია. 2018