არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

შეყავი თავი გალერეაში

ინსტალაცია

თეზი გაბუნია

2015

შეყავი თავი გალერეაში ინტერაქციული ნამუშევარია, რომელიც წარმოადგენს, ოთხი ცნობილი გალერეის ოთახების ანალოგიურ მოდელებს. პროექტი ასევე შეიცავს ოთხი არტისტის გამოფენას ზემოთხსენებულ სივრცეებში: სააჩი გალერეა (თეზი გაბუნია), ლუვრი (რუბენსი), ტეიტ მოდერნი (ჰერსტი), გაგოსიან გალერეა (ლიხტენშტეინი). მაკეტების ტრანსპორტირებადობის გამო მოცემული გალერეები ყველასთვის ხელმისაწდომია. უფრო მეტიც, ნებისმიერს შეუძლია შეიხედოს გალერეაში, გადაიღოს ფოტო და გახდეს საგამოფენო ექსპონატი.

შეყავი თავი გალერეაში შეიქმნა არტისტის მთავარი მეთოდის - ფალსიფიკაციის განსახორციელებლად. გარდა ამისა, ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეპტი მუზეუმებისა და გალერეების სივრცეეებზე, მათ მიერ შექმნილ კონტექსტებზე რეფლექსიაა, ნებისმიერი რამ, რაც საგალერეო სივრცეში ხვდება იქცევა ექსპონატად, მეორეს მხრივ, ეს კონცეპტი აქრობს დისტაციასა და საზღვრებს დამთვალირებელს, ხელოვნებასა და გალერეას (მუზეუმს) შორის. მას შეუძლია მოიხელთოს და აწარმოოს ნებისმიერი სივრცე, რათა გახადოს ის ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის.