პიკნიკი (კოლაბორაცია COPYPASTE-თან)
თეზი გაბუნია
შერეული ტექნიკა, ინსტალაცია
2015
PICNIC- ის მორიგი ინსტალაცია წარმოადგენს სიტუაციის (პიკნიკის) ორ იდენტურ ასლს. ის ატარებს ორ ძირითად კოდს: კოპირების და შემთხვევითობის, ინდუსტრიისა და ინდივიდის. უნდა აღინიშნოს, რომ PICNIC მნიშველოვანი მახასიათებლებით განსხვავდება მისი წინამორბედისგან. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში ხდება არაბუნებრივი, შემთხვევითობის შედეგად შექმნილი და კოპირებისთვის მოუხელთებელი საგანთა ერთობლიობის აღება (იგი არ ექვემდებარება ყალიბის აღებას, ჩამოსხმასა თუ სხვა ინდუსტრიული წესით წარმოებას, კულტურას მსგავსი ინტერესები მის მიმართ არ გააჩნია) და მისი კომპიუტერულ tool-ში (copypaste) გატარება. საინტერესოობა მდგომარეობს იმაში, რომ კომპიუტერული ენა იჩენს თავს ადამიანურ რეალობაში. PICNIC-ის კოპირება განსხვავებულია გუტემბერგიდან მოყოლებული კოპირებისგან (აქ საბეჭდი მანქანა განხილულია როგორც სამყაროში პირველი გლობალური ტირაჟირების გამავრცელებელი წყარო), სადაც მხოლოდ და მხოლოდ ინდუსტრიული ფორმები ხდებოდნენ ლეგიტიმური ტირაჟირებისთვის.
Worked on the project:
Authors:
Tezi Gabunia, Vano Ksnelashvili, Davit Tsanava, Nika Maisuradze, Oto Shengelia.
Text: Mariam Nadareishvili
Photography: CopyPaste
Artisterium 8/2015 "What's on your mind?"