Forms of Living (კოლაბორაცია COPYPASTE-თან)
თეზი გაბუნია
შერეული ტექნიკა
2018
შესავალი
საბჭოთა არქიტექტურა, კომუნალური ცხოვრების შედეგად, დროთა განმავლობაში მისთვის სახასიათო ცვლილებებს განიცდიდა, თუმცა ეს ცვლილებები ძირითადად ნაკარნახევი იყო იდეოლოგიური მექანიზმებით. პოსტ-საბჭოტა სივრცეში მისთვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციური და იდეოლოგოგიური პარამეტრი გაითიშა და მოწყდა კულტურულ განვითარებას, შესაბამისად საფუძველი დაედო შემთხვევით გადაადგილებებს, რომლებიც მალევე იქცნენ მაცხოვრებლების მანიპულაციის საგნებად. არსებული ეკონომიკური და იდეოლოგიური წესრიგის მოშლის შედეგად საფუძველი დაედო სპონტანურად შექმნილ სახალხო აქტივობებს, როგორც არქიტექტურაში ინტერვენციის, ასევე, ურბანული სივრცის კუთხით.
ასეთმა აქტივობებმა წარმოშვეს უკონტროლო სივრცეები, რომლებიც რეგულირდებოდნენ ამა თუ იმ კომუნაში არსებული წესების მიხედვით და სულ უფრო მეტად კარგავდნენ კულტურულ იდენტობას, თანდათან იძენდნენ პოსტ-საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელ სახეს. ფაქტობრივად, პოსტ-საბჭოთა თბილისის არქიტექტურული ბლოკები მიკრო-სივრცეებად იქცნენ, რომლებიც დღესაც ადგილობრივი სამოსახლოს მანიპულაციისა და თამაშის ნაწილს წარმოადგნენ.
ინსტალაცია
Forms of Living
Forms of Living არის ურბანული ატლასის ენციკლოპედია (კატალოგი), რომელშიც თავმოყრილია პოსტ-საბჭოთა სფეციფიკური ტრანსფორმაციები. ინსტალაცია არის ერთგვარი კოლაჟი, რომელიც ასახავს გლდანის ინერტული ცხოვრების მდგომარეობას, თანამედროვე არაფორმალური არქიტექტურის სახეს.
Forms of Living აჩვენებს სპონტანურ თვით-ქმნად არქიტექტურულ სტილს. სხვადასხვა მასალების შეჯახებას, რომელიც გვიამბობს იდეოლოგიური, ეკონომიკური კონფლიქტებისა და მათი თანაარსებობის შესახებ.
ნაცნობი ფრაგმენტების კავშირი თავს უყრის ბაზრის განსხვავებულ ღირებულებებს. ქმნის სხვადასხვა პერიოდის შემთხვევითი მასალების კატალოგის სურათს და საუბრობს ცვლილებების ატლასზე.
ფრაგმენტების ერთობლიობა არის ახალი არქეტიპი, რომელიც აყალიბებს ადამიანის ქცევის საინტერესო პატერნს. ის აერთიანებს არქიტექტურის ფუნდამენტურ მახასიათებლებს.
ინსტალაცია დროთა განმავლობაში შეიცვლის ფორმასა და ადგილმდებარეობას, რომელიც, ასევე, სტილისა და ფორმის მუდმივი ცვლილების დემონსტრაციაა.
CopyPaste - შესახებ
CopyPaste შედგება ოთხი წევრისგან. ისინი ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობენ ინდივიდუალურ პროექტებზე. თუმცა მათ აერთიანებთ პროფესიული ინტერესი: ხელოვნება, არქიტექტურა, კულტურული მოვლენები და მათი გავლენა სხვადასხვა მულტიდისციპლინურ დარგზე.