არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჩემი სახლი

გრაფიკა,ინსტალაცია

თამარ ნადირაძე

ქაღალდი, აკვარელი, ინსტალაცია
2019
ობსკურას დროებითი სახელოსნო, სტამბა დ ბლოკი

ობსკურას დროებით სახელოსნოში, სტამბა დ ბლოკში,  2019 წელს დაიწყო საკვირაო გამოფენების პროექტი. ყოველ კვირა დღეს სახელოსნოში სხვადასხვა ხელოვანის თითო პროექტზე კეთდებოდა აქცენტი. თამარ ნადირაძის ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრების სერია "ჩემი სახლი" 2019 წლის 24 მარტს იყო გამოფენილი. 

ძველ რომში, ვულკან ვეზუვის შედეგად განადგურებული ქალაქი პომპეის ტრაგედია ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დრამატული ფაქტია. ათასწლეულების შემდეგ ეს ანტიკური,

გაქვავებული ქალაქი განაგრძობს ცხოვრებას, როგორც ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი. სწორედ ეს მოვლენა არის დაკვირვების საგანი და ნამუშევრების საერთო, შემკვრელი ხაზი. მეტაფორა,

გადმოტანილი დღევანდელ ცხოვრებაში, როგორც ადამიანის პირადი გამოცდილება, შექმნას საკუთარი ცხოვრება, სახლი, თუმცა სასურველი სივრცე ან შექმნილი რეალობა შეიძლება აღმოჩნდეს საშიში, მოულოდნელობებით სავსე ან თუნდაც სახიფათო. შეიძლება ეს მოვლენები მხოლოდ ინდივიდში

ვითარდებოდეს, უქმნიდეს ბარიერს საარსებო გარემოსა და სივრცეში, საბოლოოდ კი მძიმე შედეგამდე მიიყვანოს. ეს სერია ადამიანის ძიებაა, რომელიც ეძებს საკუთარ სახლს და გარემოს.