შედევრების მუზეუმი
მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე
ლაითბოქსი, ინსტალაცია
2017
ფოტო: არტისტერიუმი N10, კატალოგი, 2017
ხელოვნების ნამუშევარი რაღაც სახის საყოველთაობას შეიძენს.
პოლ ვალერი, 1928
ხელოვნება ციფრული რეპროდუქციის ეპოქაში ყველასათვის ხელმისაწვდომიგახდა. ხელოვნება ოფისებში, სუპერმარკეტებში, სამზარეულოებში შევიდადა მოგვცა სახელოვნებო ნიმუშების არა მხოლოდ ნახვის, არამედ ფლობისშესაძლებლობაც. მრავალგზის რეპროდუცირება, ანთავისუფლებს ნამუშევარსისტორიისა და ავტორიტარული „აურისგან“ (კლემენტ გრინბერგი),ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის და ახალ შინაარსს სძენს მას. ჯოკონდაჭიქაზე, ვან გოგი ჩანთაზე, ჰირსტი საფულეზე, ფიროსმანი მაგნიტზე.
„შედევრების მუზეუმი“ თბილისის სამზარეულოების ხელოვნებას გამოფენს– ადამიანების პირად მუზეუმებში დაცულ შედევრებს. ესაა ხელოვნებისნამუშევრები, რომელიც, უკვე აღიარებული ფასეულობის გარდა,ინდივიდუალურ მეხსიერებას ატარებს. პირად მუზეუმში ასლი ორიგინალია.
„შედევრების“ ერთ სივრცეში თავმოყრა, ეხმაურება თბილისის ისტორიისმუზეუმში გამოფენილი არტეფაქტების კონტექსტს, პროექტის „მისაღები ოთახიIII“ თემას და კომენტარია ეროვნული გალერეის მიმდინარე გამოფენაზე, სადაცკარავაჯოს ორიგინალური ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციების სერიალაითბოქსებშია წარმოდგენილი.