არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

შესაძლებელი პროგნოზი (დიპლომატების სკამები)

ინსტალაცია

კოკა რამიშვილი

ინსტალაცია, დეტალი
1998
ფოტო: არტისტერიუმი N9, მოკალი ბუდა!, კატალოგი, 2016

1997-1998

„1997 წელს ქართველმა მხატვარმა კოკა რამიშვილმა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო წარმომადგენლობებისგან საელჩოების შესახებ ფილმის გადაღების ნებართვა ითხოვა. მას დახურული კედლების მიღმა მხოლოდ ერთი საგნის გადაღება სურდა. ეს იყო პასუხი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დედაქალაქში ახალი ტერიტორიების წარმოშობაზე. ჩვენი თაობის ლანდშაფტში რეტერიტორიალიზაციის პირველნიშანს საელჩოები წარმოადგენდა. საბჭოთა სისტემის რღვევის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, სამოქალაქო ომისა და ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ, ნგრევის და ქაოსის ფონზე, რომელსაც მოლოდინი და იმედიც სდევდა, შორეული საოცნებო სამყარო, სწორედ საელჩოების გახსნასთან ერთად, უეცრად ახლობელი და რეალური გახდა. თუმცა „გახსნილი“საელჩოები მალე გადაიქცა „ჩაკეტილ“სივრცედ, კარგად დაცული კარების წინ თავმოყრილი გრძელი რიგებით დაგაცრუებული იმედებით. ოცნება საკმარისი არ აღმოჩნდა.

კოკა რამიშვილს სურდა გადაელახაეს საზღვარი, რათა ეპასუხაკითხვაზე, რამდენად შეესაბამებოდაერთმანეთს საელჩოების ფასადი დაშიდა ინტერიერი.

საგნები (ავეჯი დატექნიკა), როგორც მოსალოდელი იყო,ეკლექტური აღმოჩნდა“.სტატიიდან „სამგზავრო ფეხსაცმელები“.

ქეთი ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე

ტექსტი კატალოგიდან: არტისტერიუმი N9, მოკალი ბუდა!, 2016