არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

პროექტი: თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (კოლაბორაცია ნატა ვაწაძესტან/ბულიონთან)

პერფორმანსი

მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე

2017

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - თბილისი

მუზეუმი გამოძახებით


თანამედროვე  ხელოვნების მუზეუმი - თბილისი არის მუზეუმი გამოძახებით. პორტატული მუზეუმი ჩემოდანშია მოთავსებული.

გამოძახებისას მუზეუმის კურატორები ნამუშევრების ფოტო და ვიდეო დოკუმენტაციის დახმარებით საქართველოში თანამედროვე ხელოვნების შესახებ მოგითხრობენ.

მუზეუმის კოლექციაში  თავმოყრილია  80-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი 30-მდე ნამუშევარი. მუზეუმის კოლექცია მუდმივად განახლებადია.

მუზეუმი ქართული თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი ნამუშევრების გააზრების და გადაფასების მცდელობაა.

პროექტი სამუზეუმო საქმიანობაში ახალ ფორმებს ეძებს და თანამედროვე ხელოვნებას ექსპრიმენტული გზით აცნობს ფართო საზოგადოებას.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - თბილისი, დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომელიც საგამოფენო, კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

მუზეუმი ქართულ თანამედროვე ხელოვნებას სოციო-პოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტში განიხილავს და ამ გზით ქვეყნის უახლეს ისტორიაზე მოგვითხრობს.

მუზეუმი მნიშვნელოვანი ნამუშევრებით აღწერს დროს და დაკარგული ისტორიის აღდგენას ცდილობს.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მეხსიერების საცავია. ერთგვარი დროის მანქანა, რომლის საშუალებითაც წარსულში და შესაძლო მომავალში მოგზაურობა შეიძლება.


მუზეუმის გამოძახება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ადგილას.

ერთი ბილეთის ფასია: 5 ლარი.

თანხა ხმარდება მუზეუმის კვლევით და საგამოფენო საქმიანობას.


მუზეუმის დამფუძნებლები და კურატორები: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე და ნატალია ვაწაძე.


ინფორმაციის მისაღებად ან გამოძახებისთვის დაგვიკავშირდით მუზეუმის facebook გვერდზე, ან შემდეგ მეილზე:


sadarismelia@gmail.com

ტელ: 995 595850967