სერია: ბინდი
თინათინ კიღურაძე
დიგიტალური ფოტო, ციფრული ბეჭდვა
2015
40x60 სმ.
80-იან წლებში დავიბადე საბჭოთა კავშირში .
როცა სამყაროს აღქმა დავიწყე , უკვე დანგრეული იყო საბჭოთა კავშირი.
აღარ იყო პური აღარ იყო სითბო , აღარ იყო შუქი და გაქრა შუქი გვირაბის ბოლოშიც.
ამ ტრანსფორმაციაში ბევრი რამ დაიბინდა. დაიბინდა შუქი , დაიბინდა ფერი , დაიბინდა კონტურები.
ახლა გავიზარდე მეც და ნელ-ნელა იკვეთება კონტურები. თუმცა ბინდის შეგრძნება ისევ დარჩა.
გამოფენილი იყო :
თბილისი ფოტო ფესტივალი 2017
თბილისი არტ ფეარტი 2018
არტ ვილნიუსზე 2016
ვენა - გალერეა „სახლინკ“ - 2016
ინახება ავტორთან და კერძო კოლექციებში