არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

დაკარგული ბაღები

ინსტალაცია

ნუცა ესებუა

სამხედრო რუქის ხელნაკეთი ასლი, ინსტალაცია
2019
ზემო ნიქოზი, გორის რაიონი, საქართველო

ნამუშევარი შექმნილია საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სოფელში, ნიქოზში. სადემარკაციო ხაზთან ახლოს. საქართველოს ეს რეგიონი 1992 წლიდან მოყოლებული, კომფლიქტის ზონაა ხოლო 2008 საქართელო რუსეთის ომის დროს, აქ გაივლო უკანონო საზღვარი, რის შედაგადაც სამხრეთ ოსეთთან მიმოსვლა შეწყდა. მოსახლეობას შეეზღუდა გადაადგილება.

რეგიონი გამორჩეულია მეურნეობით და ვაშლის ბაღებით, რომელიც სოფლისთვის ძირითადი საარსებო წყარო იყო. ადამიანური დანაკარგის გარდა, ცოცხლად დარჩენილმა ადამიანებმა დაკარგეს თავის საარსებო წყაროსთან წვდომის ერთადერთი გზა, ხეხილის ბაღები. რომლებიც საზღვის ორივე მხარეს მოექცა.