არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ღრუბელი

კოლაჟი,ობიექტი

ნუცა ესებუა

კოლაჟი: ფოტო, ქაღალდი, ხე, წებოვანი ქაღალდი
2016
75x75 სმ.

ჩვენი მოგზაურობის დროს, როდესაც გადავადგილდებოდი ერთი დანიშნულების ადგილიდან მეორეს მიმართულებით, რამოდენიმე საზღვრის გადაკვეთა მოგვიწია. მაშინ როდესაც ცა ჩვენს თავზე ერთი მთლიანი და უსაზღვრო იყო. ღრუბლები კი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, იცვლიდნენ ფორმას, მიმართულებას, მდებარეობას. მივხვდი, რომ ადამიანს არ ძალუძს ცის დაყოფა ან დანაწევრება.

რადგან ჩვენი ნამუშევრების იდეების პრეზენტაცია ძირითად თემაზე ყუთში უნდა წარგვედგინა, ეს ობიექტი როგორც თვითონ საზღვარი, შემოზღუდული სივრცე ისე წარმოვიდგინე და გადავწყვიტე გამეხსნა კედლები, რომელიც გარკვეულ ზღუდეს ქმნიდა. მინდოდა ყუთი, როგორც სტატიური ობიექტი, დახურული სივრცე, მოძრავ ღრუბელად მექცია.  

მუშაობის პროცესში ვეცადე განმევითარებინა რეალური ღრუბლის სურათი და დამეყვანა აბსტრაქტული იდეის გამომსახველობამდე.