არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მარტოობის უხილავი შიში

ბეჭდვითი,ფოტო

ზურაბ არაბიძე

ფირი, მულტიექსპოზიცია, ხელით დამუშავება, C- ბეჭდვა, ბარიტის ფოტო ქაღალდი, პლასტიალიზაცია
2014
150×150 სმ.

თეთრი სინათლის ნაწილაკი ზღვის ზედაპირზე ზომისა და მასის გარეშე იბრძვის სრულყოფილებისთის. მიისწრაფვის უსასრულობაში, სადაც უნდა იპოვოს თავისი მეორე ნახევარი. 300 ათასი კილომეტრით წამში გაურბის შავ მატერიას და არღვევს სივრცეს ზღვის ზედაპირზე. მარტოხელა ფოტონი უსწრებს სინათლის სიჩქარესაც კი ოღონდ დაამარცხოს მარტოობა მეტაფიზიკაში. 

პროექტში “მარტოობის უხილავი შიში” ავტორი ადამიანების სწრაფვას, იპოვონ თავიანთი მეორე ნახევარი, ფოტონების ქაოსურ მოძრაობას ადარებს.

სინათლის ნაწილაკების ურთიერთდამოკიდებულება კვანტური ჩახლართულობის დროს, ქალსა და მამაკაცს შორის იდეალური ურთიერთობის ანალოგად შეიძლება ჩაითვალოს. ფიზიკურად რაც არ უნდა შორს იყოს ორი ფოტონი, დისტანციის მიუხედავად, მაინც არ კარგავენ კავშირს ერთმანეთთან. კვანტურად ჩახლართული ფოტონები, მუდმივ ურთიერთქმედებას განიცდიან.

აუტოფობია_მარტოობის შიში. ალბათ უცნაურიც იქნებოდა, ეს ფობია რომ არ არსებობდეს. მარტოობის შიში ეს ცხოვრების ნაწილია. შიში იმის, რა იქნება მომავალში. მარტოობა აწმყოში შეიძლება იმდენად დრამატული არც კი იყოს. უხილავი შიში მაშინ ჩნდება, როცა იწყება იმაზე ფიქრი, როდემდე გაგრძელდება მარტოობა.

სინათლის ნაწილაკები ზღვის უკიდეგანობაში. სივრცე, რომელსაც არ უჩანს დასასრული. ზღვა ამ შემთხვევაში სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის უსასრულობაშიც ვცდილობთ არ ვიყოთ მარტო.