უსათაურო (წყალი)
ელენე გაბრიჩიძე
წყალი შოვიდან, ლექსი
2018
პასუხისმგებლობები
გვაიძულებს შევწყვიტოთ
ტკბობა სიმშვიდის,
ვერ მოსწრების შიში,
სიკვდილს გადაწევს
მეორე ნაპირზე.
ვარდისფრად მომდინარი
ის წყალი, რომელიც
ოდესღაც ზღვამ აიორთქლა
მელოდა წლები
ან სულაც ერთი ღამე,
იმ წამს,
როცა შევძლებდი თაყვანისცემას
ყველა იმ რელიგიის ფორმის სხეულით,
რომელიც ნებდება.
წყალი მოსაწყენია, როგორ მშვიდობა,
როგორც ირემი შენთან მოსული
უდაბნოში რძე რომ გასვას.