შავი ნიშანი
მიშიკო სულაკაური
ციფრული ვიდეო, მანქანის გამონაბოლქვი, ქაღალდი
2019
შავი ნიშანი*
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყაროა.
ქალაქის მთავრობა საწვავის ხარისხზე რეგულაციების დაწესებას ერიდება, არ ცვლის დაძველებულ ტრანსპორტს. დღემდე პრობლემა მოუგვარებელი, თბილისის ჰაერი კი მოწამლული რჩება.
ნამუშევრის პირველი ნაწილში არტისტი ტრანსპორტს გრძნობების გამოხატვაში ეხმარება და გრძნობებს მონოქრომატულ ნახატებად გადათარგმნის. ნახატებად, რომელიც თბილისის ცას და ატმოსფეროს იმეორებს.
ნამუშევრის მეორე ნაწილში არტისტი ფრთხილად დებს შეგროვებულ გამონაბოლქვს კონვერტში და შავ ნიშანს თბილისის მერს უგზავნის.
*შავი ნიშანი რობერტ ლუის სტივენსონმა გამოიგონა წიგნში “განძის კუნძული”.
წიგნში მეკობრეები შავ ნიშანს დამნაშავესთან გაფრთხილების ნიშნად აგზავნიან. შავი ნიშანი ერთ მხარეს გაშავებული ქაღალდია, რომელიც დამნაშავეს ხელში უნდა გადასცენ.