არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სერია: ძვირფასი თვალი

გრაფიკა,კოლაჟი

თამარ ბოჭორიშვილი

კოლაჟი, ქაღალდი, ტუში, ფერადი ფანქრები, გუაში, ნაქარგი
2020
48x48 სმ.
გალერეა Project ArtBeat, თბილისი

„ძვირფასი თვალი“ თამარ ბოჭორიშვილის მიერ საკუთარი თავის ძიებისა და შემეცნების შესახებ თხრობაა. განსხვავებული მასალისა და ტექნიკის შეთავსებით შექმნილი გრაფიკული ნახატები და ობიექტები წარსული გამოცდილების დრამატიზმის და მოულოდნელი მომავლის  მოლოდინის შესახებ ყვება.

ნახატები ხელოვანის ძველ ინტერესს – ქვის თემას აგრძელებს.  მთაში მოპოვებული ფერადი ქვის ანარეკლებს და საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული და შეკუმშული ენერგიას ხელოვანი თვალის ფორმაში ათავსებს. მთის “ძვირფასი თვალი” ადამიანის თვალად იქცევა. მისი ფუნქცია, ისტორია და ენერგია იცვლება.  იგი სქემატიზირებული, მოქარგული, გასართობი და დეკორატიული ხდება, მსგავსად ადამიანისა, რომელიც ცდილობს დრამატული და მტკივნეული ისტორია გადამალოს, დაივიწყოს და  მრავალფეროვნების ფრაგმენტებიდან ახალი თხრობა შექმნას.

“ძვირფასი თვალის” ნახატების კეკლუცი ფორმები უპირისპირდება სინთეტიკური თიხითა და სათამაშოების მეორადი ნარჩენებით შექმნილ ობიექტებს. ჩვენი ეპოქის დომინანტური შინაარსი – სქესი, სექსი, პოლიტიკა, ძალაუფლება, დომინაცია და სუბორდინაცია –  დარღვეული სხეულის  სტრუქტურისა და ქსოვილის კონვულსიური ფორმებით ჩნდება ობიექტებში. აქ სხეული ფსიქოლოგიური დრამის ილუზორული ობიექტია, რომელიც ცდილობს გაიპაროს ან თუნდაც გაქრეს ხის სადგამებიდან.

 ლალი პერტენავა


Project ArtBeat