არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

აქ - შორს

ინსტალაცია,ობიექტი

უტა ბექაია

შერეული ტექნიკა, ინსტალაცია
2019
გალერეა ტრიუმფი, მოსკოვი, რუსეთი

“აქ – შორს”

ჩვენ უახლეს ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, შევთანხმდებით, რომ ერთიან, უნივერსალურ საინფორმაციო ველში მოქცევამ და დრო-სივრცის მატერიალური საზღვრების მოცილებამ, კიდევ უფრო აშკარა გახადა, ის ფაქტი, რომ დღეს სამყაროს თითქმის ყველა კუთხეში სხსვადასხვა ხარისხით თუ ინტენსივობით ერთ და იგივე პრობლემებთან გვიწევს შეჯახება; რომ უნივერსალურ დროსთან ერთად უნივერსალურ პრობლემებთან გვიწევს თვალის გასწორება, მათ შორის აქტუალურობას კი დღემდე არ კარგავს იძულებით გადააგილებულთა მძიმე პირობები, სასტიკი საიმიგრაციო პოლიტიკა და ძლიერ სახელმწიფოთა თვითნებური ექსპანსიები და ინტერვენციები მათთვის სტრატეგიულ ტერიტორიებზე. უტა ბექაიას პროექტი სწორედ ამ თემებს ეხება, ოღონდ არ შემოისაზღვება ერთი კონკრეტული ისტორიულ – პოლიტიკური მოვლენებით; მათ სანაცვლოდ პირად, ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებს ინსტალაციით, რომელიც ოთახის მთელ სივრცეს მოიცავს და მნახველს პირდაპირი გაგებით ეპატიჟება მასში სამოგზაუროდ.

პროექტის პირველწყარო ხელოვანის მოგონებაა ადრეულ 80-იანი წლებიდან, როდესაც მთელი ოჯახი საზაფხულოდ აფხაზეთში, ქალაქ ახალ ათონში გაემგაზვრა. ბექაია იგონებს როგორი აღტაცებით ელოდა ცნობილ მღვიმეებში ექსკურსიას, რადგან მანამდე ნანახი რამდენიმე ფოტოს ნახვით უკვე იცოდა რომ ახალი ათონის მღვიმეები ზღაპრული სამყაროს არსებობის უტყუარი დასტური იყო. მისთვის უცნობი მიზეზების გამო ექსკურსია ჩაიშალა და ხელოვანი უკან მათ უნახავად დაბრუნდა. მალევე, აფხაზეთის რეგიონალური კომფლიქტი დაიწყო და ის ადგილი, რომელიც ბექაიასთვის მისტიურ სამყაროს წარმოადგენდა, ამჯერად მის ხედვაში ცეცხლში გახვეულ ჯოჯოხეთად იქცა. შარშან ზაფხულს ბექაიას სვანეთში მოგზაურობამ და აფხაზეთის ტერიოტრიასთან სიახლოვემ, ის ძველი ბავშვობის მოგონებები გაუღვიძა: მისტიური ადგილი, რომელიც აქვეა, ასე ახლოს, მაგრამ სიზმარივით გარბის და ხელით მოუხელთებელი.