არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მომავალი, რომელიც უკვე მოხდა

ვიდეო,ინსტალაცია

ბუბუ მოსიაშვილი

ხედი ინსტალაციაზე, პროექცია, ქსოვილი, ხე, 6 ეკრანი
2019
ფოტო: ფოტო კრედიტები: ვახო დოლიძე
მაუდი, თბილისი

რა მოხდება, როდესაც სიჩუმე დაისადგურებს ? რა მოხდება, როდესაც თავის დასაღწევი გზა აღარ იქნება ? რა მოხდება, როდესაც სიცარიელე შემოაღწევს ჩვენს გონებაში ? რა მოხდება, როდესაც მომავალი მხოლოდ ერთ ნაბიჯში იქნება ? და რა მოხდება, როდესაც მოგცემთ მხოლოდ კითხვით ნიშნებს და არა პასუხებს ?

დგება მომავალი, რომელიც გაანადგურებს ყველაფერს, რაც ვიცოდით, ყველაფერს, რისიც გვწამდა, ყველაფერს, რაც შევქმენით წლების მანძილზე. ახალი ადამიანის სული გაარღვევს ძველი ადამიანის სულს, უფრო მაღალი ცნობიერების ენერგიისთვის, რომელსაც აღარ ენდომება ატაროს ინვოლუციური წარსულის მახსოვრობა. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მაშინ, როდესაც ის შეაბიჯებს ახალ რეალობაში, როდესაც ერთი ნაბიჯი აშორებს წარსულის დავიწყებასა და მოგონებების გადამუშავებისგან. რაც უფრო მეტად განვითარდება ადამიანის გონი, აწმყოზე ორიენტირებული აზროვნების მიღმა, უფრო მეტად აღმოაჩენს, როგორ და რატომ დაკარგა კონტროლი შინაგან ძალებზე. ყველაზე მარტივი გზა ამ გონებრივ კონდიციამდე მისასვლელად, არის მუდმივი მცდელობების სერია, რომ გავექცეთ აწმყო ყოფიერებას და ვეძებოთ მომავალი.