არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Conversation Started Slowly

ინსტალაცია

ბუბუ მოსიაშვილი

ხედი ინსტალაციაზე
2018
540x160 სმ.
ფოტო: ფოტო კრედიტები: ბუბუ მოსიაშვილი
თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველო

ყოველდღიურად ადამიანები ვფიქრობთ რა მოხდება ხვალ, წინასწარ ვგეგმავთ მომავალს და რიგ შემთხვევებში გვაქვს წარმოდგენა, რომ ვიცით ხვალ რა მოხდება. რეალურად კი ეს ჩვენ არ ვიცით, არ ვიცით რა მოხდება ხვალ, არ ვიცით როდის, ან როგორი ფორმით მოვა მომავალი ჩვენთან.

ნამუშევარი წარმოადგენს 9 სხვადასხვა ფერის ნაჭრების ერთობლიობას, რომლებიც ერთიანობაში მზის ჩასვლისას წარმოქნილი ცის გრადიენტს წარმოადგენენ. ინსტალაციის პირველი მხარე მნახველს უბრალო კითხვას უსვამს, რომელზეც პასუხი ბევრს ექნება. მეორე, უკანა მხარეს არსებული, ტექსტი კი სრულად აქრობს დამთვალიერებლის ფიქრებს, რომ მას მომავლის შესახებ აქვს ცოდნა, შეახსენებს, რომ ის არასწორ ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა და მას ახალ, გაცილებით რთულ კითხვას უსვამს.