არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სერიიდან: 26 მცდელობა ჩემი დაკარგული თმის აღსადგენად / Wall2floor (ხედი ინსტალაციაზე)

ინსტალაცია

სანდრო ანჩაბაძე

ქსოვილი, თოკები, შერეული ტექნიკა
2020
300x140 სმ.
ფოტო: ფოტო კრედიტები: ვატო ბაქრაძე

ჩემი ერთთვიანი რეზიდენტობის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები წარმოადგენს კედლის ინსტალაციას, რომელიც ნაპოვნი ქოსვილებითა და თოკებითაა შესრულებული. ერთთვიანი რეზიდენტობის განმავლობაში ჩემი პრაქტიკის შესახებ ფიქრისას მე ვაგროვებდი ჩემ გარშემო არსებულ მასალებს, და შემდგომ ვიწყებდი მათზე მუშაოვას, ყველანაირი წინასწარ ჩასახული იდეების გარეშე, იმ ძაფის მეშვეობით, რომელიც თან მქონდა. წარმოდგენილი ინსტალაციები ჩემი პროცესის ილუსტრაციად იქცა, სადაც  თოკის უნებლიე ურთიერთკავშირები ახალ ტრაექტორიებად და მიმართულებებად იქცევა.