არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ლოტის ცოლის მზერა

ინსტალაცია

ანდრო დადიანი

2018

გვირაბები, რომელებითაც საბჭოთა ხელისუფლება საერთო საფლავებისკენ მიათრევდა სისტემის მსხვერპლ, ნაწამებ, დახვრეტილ ადამიანებს ახალ ქიმერიონად გადაიქცა. ადგილი, სადაც ეს ინსტალაცია გაიმართა, პოეტურმა ორდენმა ”ცისფერყანწელებმა” დაარსეს და საბჭოთა ხელისუფლებამ ხელოვნების თავისუფლების ეს სიმვრცეც მოსვლისთანავე მოსპო. ძველი ქიმერიონის სერთ-ერთ კედელზე გამოსახული იყო პაოლო იაშვილი (“სიფერყანწელთა” ორდენის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, პოეტი) თავსშემოხვეული მტრედებით ცისფერ ფონზე, ეს ფრესკაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გაანადგურეს. სამი ათწლეულის წინ დაშლილი სსრკ-ს ნანგრევებიდან ისევ მოჟონავს ჩვენს სახლებში საბჭოთა მენტალობით დაღვრილი სისხლი. ჩენი ცხოვრება სისხლის წყურვილითაა გაჯერებული. საზოგადოების მუდმივი დანაწევრება, უმრავლესობისგან უმცირესობის დემონიზება და თავდასხმები ჩვენი ყოველდღიურობაა. ჩვენი საზოგადოება ლოტის ცოლივით უკან მიპყრობილი მზერით კარგავს მომავალს, წყვეტს კავშირს დროსა და სივრცესთან და სადაცაა მარილის სვეტად გადაიქცევა.

ინსტალაცია წარმოდგენილი იყო რუსთაველის თეატრში ”ახალი ქიმერიონის” გახსნაზე.