თამაშის ენა (თამაშის პასუხი შტრიხ კოდშია)
თამარ მჭედლიშვილი
2019
ვებ-გამოფენა "ადამიანი ვიდეო თვალით / ციფრული უაზისები"
შეამოწმე ის, რაც წარმოიდგინე. პასუხი QR კოდშია
ენა- ეს არის აკუსტიკურად (სმენით) და ოპტიკურად (ხედვით) აღქმადი ნიშნების სისტემა, რომელიც ადამიანის თვითგამოხატვის და ადამიანთა შორის კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს . მსოფლიოში 7000-მდე ენა არსებობს, მათ შორის 6881 ვერბალური, ხოლო 119 ჟესტების ენაა. ვერბალური ენის შემთვევაში, პირით გამოვცემთ ხმებს - რომელთა დახმარებით, ჰაერში რხევითი მოძრაობები იქმნება და ყურის დაფის აპკს ეჯახება, რის შემდეგაც მსმენელის ტვინი ამ რხევებს ფიქრებად გარდაქმნის. ეს ადამიანის ბუნებრივი სმენითი მდგომარეობაა. მეორე შემთხვევაში კი, ჟესტები სიტყვათა ექვივალენტებს, ცნებებს წარმოადგენენ. როდესაც სმენადაქვეითებულ ადამიანს, ჩვენს იდეებს დროსა და სივრცეში ხელის ჟესტების დახმარებით გადავცემთ, აზრი აქაც თავისუფლად ვიზუალიზირდება.
მოცემულ თამაშში „ვიდეო ხმა“ და ჟესტების ენა ერთი შინაარსის მქონე ტექსტს კითხულობს. შესაბამისად თამაშში, როგორც ვერბალური სმენის მქონე, ასევე სმენადაქვეითებულ ადამიანს სწორი პასუხის გამოსაცნობად თანაბრი შანსი აქვს. ვერბალურ და ჟესტურ ენასთან ერთად ყოველთვის გამოიძებნება თამაშის უნივერსალური ენა, რომელიც ადამიანის უნარების გათანაბრებას მოახდენს.