დამოუკიდებლობის მემორიალი
ანდრო დადიანი
2019
1989 წელს დაწყებული თავისუფლებისთის ბრძოლიდან 30 წელი გავიდა, 1991 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, როგორც თავისუფლების შესავალს დღემდე ვტკეპნით. ქვეყანამ ტერიტორიების 20 % დაკარგა. სახელმწიფო სხეულის ამპუტირებულ 20 პროცენტს უწყვეტად უერთდება სოფლები და ქალაქები. ქვეყნის შიდა ოკუპაცია შეიძლება დაერქვას წახალისებულ რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ, კუთხურ, უბნურ დაპირისპირებებს რომელიც ანაწევრებს და თიშავს მოქალაქეებს ერთმანეთისგან. გაუგებარ ძალებზე დამოკიდებული ქვეყნის მეთაურების გულგრილობით, განათლების არარსებობითა და სიღარიბით უწყვეტად ვკარგავთ ერთმანეთს, საკუთარ მომავალს, ტერიტორიებს და ხშირადაა საშიშროება, დამოუკიდებლობას, როგორც ზღურბლს უკან გადავცდეთ. იდეოლოგიურმა მანქანამ ქართელობა თრობად, დიდ სუფრად აქცია, რომელიც საჭიროებისთანავე ტრადიციის სახელით პრობლემის გადასაფარად და ძალადობის გასამართლებლად გამოიყენება. ტრადიციების ასეთი კომერციალიზაცია აბათილებს მისსავე მნიშვნელობას და ეს ყველაფერი ამუხრუჭებს მოძრაობას მომავლისაკენ.
კოსტიუმი: ტატო გელიაშვილი
ფოტო: D.V. Green, დავით ხორბალაძე