აქ ბოლომდე მიღებული ხარ (ინსტალაციის დეტალები)
თამუსა ზარქუა
რეზინი
2020
400x40 სმ.
ფოტო: ფოტო კრედიტები: გურამ კაპანაძე
"ეს ნამუშევარი ძალიან სპონტანურად გავაკეთე, რომ ვუყურებ, მეღიმება. გამოყენებულ რეზინებს, ალბათ ყველა შევხვედრივართ, ძირითადად უფერული “შესაკრავის” ფუნქციით. ამ დროს თითქოს ყველას გამოგვრჩა მისი ფერი, გამჭვირვალობა და ის წელვადობა, რომელიც მას რაღაც დამახასიათებელ ველურ ბუნებას სძენს. როდესაც ვყიდულობდი, გამყიდველმა დამიკონკრეტა, ფულის რეზინები გინდაო? ამ სახელზე ახლაც მეცინება იმის კონტრასტში, თუ როგორ აღვიქვამ თავად ნამუშევარს. ნამუშევარი მიქმნის ისეთი აბსტრაქტულობის შეგრძნებას, სადაც არ არის მორალი, არ არის მნიშვნელობები კარგის, ცუდის, ასევე არ არის მიმართულებები, მარჯვენა, მარცხენა, არ არის საგნობრიობა და ა.შ. ასეთ “სივრცეში” კი მგონია, რომ ბოლომდე მიღებული ვარ და ჩემ თავს ვეუბნები: You are fully accepted here."
AT.ge – You Are Fully Accepted Here - ინტერვიუ თამუსა ზარქუასთან, 2020