არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გამოუყენებელი ხმლები (ინსტალაციის დეტალები)

ინსტალაცია

თამუსა ზარქუა

ლითონის კონსტრუქცია, ცვილი
2020
20x20x110 სმ.
ფოტო: ფოტო კრედიტები: თამუსა ზარქუა

"ძალიან საინტერესო მასაა ცვილი. თავიდან, პირველი ინსტალაცია რაც გავაკეთე, მასალის გასაგებად სავარჯიშოსავით, მოთელვასავით  იყო. მეორე ნამუშევარში,  “გამოუყენებელ ხმლებში” კი მგონია, რომ უფრო კარგად მაქვს გააზრებული. ცვილი ამ ნამუშევარში ქმნის ერთგვარ სრიალა ბარიერს თავისი ცხიმიანი სტრუქტურიდან გამომდინარე, ბარიერს უქმნის “ხმლებს”, ანუ აგრესიას, შეჯიბრს და რაც მთავარია  ძალაუფლებას. “გამოუყენებელი ხმლები” კი ვერ მოძრაობენ,  ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, არიან თანაბარნი და  ასე უმოძრაო მდგომარეობაში დარჩებიან ჩემთვის."


AT.ge – You Are Fully Accepted Here - ინტერვიუ თამუსა ზარქუასთან, 2020