არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

უსათაურო (ხედი ინსტალაციაზე)

ინსტალაცია

თამუსა ზარქუა

გუდრონი, ღრუბელი
2019
290x330 სმ.
ფოტო: ფოტო კრედიტები: გურამ კაპანაძე

"ბევრი დრო მაქვს გატარებული ჩემი სახლის სახურავზე, რომელიც, გუდრონით არის გადახურული. სწორედ მანდ გამიჩნდა პირველი იმპულსი ამ მასალის მიმართ. მომეწონა მისი სირბილე და აღვიქვი როგორც შენობაზე გადაფარებული ქსოვილი. გუდრონი ძალიან მრავალფეროვანი მასალაა, თან ჰგავს მყარ კრისტალს, ქვას, რომელზეც თითქოს მძიმე ხელსაწყოებით უნდა იმუშაო, თან დნება და  ხდება სითხე. თავად სახურავი კი თავშესაფრის, დაცულობის სიმბოლოს წარმოადგენს ჩემთვის და უცნაური შეგრძნება მქონდა, როდესაც “სახურავი” (ანუ გუდრონი), რომელიც ასეთი “გარანტიების” მეტაფორაა, ჩემ თვალწინ დნებოდა და ხდებოდა თხელი მასა. ამ ნამუშევრიდან გამომდინარე სულ მეფიქრება, რომ უკვე კარგად გამყარებული იდეები ყოველთვის შესაძლებელია გადავიაზრო. ხანდახან ნამუშევრებს ტექსტებს ვუწერ ხოლმე, ისევ იმისთვის, რომ კარგად გავიაზრო რას ვაკეთებ. ამ ინსტალაციის ტექტის ერთ-ერთი ფრაზაა – “არასოდეს ვუმადლოდი ჩემს სახურავს, რომ მაცხოვრა აბსურდში, მაგრამ კარგად მაცხოვრა”."

AT.ge – You Are Fully Accepted Here - ინტერვიუ თამუსა ზარქუასთან, 2020