არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

1.9999... (ინსტალაციის დეტალები)

ინსტალაცია,ობიექტი

თამუსა ზარქუა

ასფალტი, სამედიცინო დასაკრავები
2019
300x360 სმ.
ფოტო: ფოტო კრედიტები: გიორგი ყოლბაია

"ოთახში წარმოდგენილი იყო ორი სხვადასხვა ნამუშევარი, თაბაშირის ქანდაკებები და სამედიცინო ლეიკოპლასტირით ერთმანეთთან გადაბმული ასფალტი, რომლებიც ერთი სათაურის ქვეშ გავაერთიანე – 1,9999… ორივე ნამუშევრისთვის საერთოა ჩემი ინტერესი ფორმების მიმართ. ფორმა არის მატერიალური საგნის აუცილებლობა, რომელიც შეიძლება უსასრულობამდე შეიცვალოს, უსასრულო სახე მიიღოს და უსაზღვროდ მრავალფეროვანი იყოს.  

ამას ყველაზე კარგად სკულპტურების კეთებისას ვხვდებოდი, მაოცებდა ის, თუ სადამდე შემეძლო მიმეყვანა ფორმებით საგანი. რეალურად კი  მატერია ძალიან განსაზღვრული ცნებაა. ნამუშევრების საერთო სათაური კი რაღაც ანალოგიაა ჩემთვის. 1,9999… არის ორ აბსოლუტურად განსაზღვრულ რიცხვს შორის არსებული უსასრულო სივრცე. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ 1-ის შემდეგ მოდის 2, შემდეგ 3… თუმცა,  რეალურად, ყოველ რიცხვს შორის არსებობს უსასრულობა, ანუ ამ შემთხვევაში – 1,9999… და ვხვდებით, რომ 1-დან ვერასოდეს მივდივართ 2-მდე. ეს ის პარადოქსია, ის უსასრულობაა, რომელიც იქ არსებობს, სადაც არ უნდა არსებობდეს, ასევეა განსაზღვრული მატერიის განუსაზღვრელი ფორმაც. ეს  პარადოქსი კი ჩემთვის ძალიან რომატიკულია."

AT.ge – You Are Fully Accepted Here - ინტერვიუ თამუსა ზარქუასთან, 2020