ბოტანიკურ ბაღებში გაუჩინარებული ავტობუსის გაჩერებები
მარიამ აქუბარდია
ხე, ლითონი, მცენარეები, მიწა
2020
პანდემია და ომი მსგავსად დესტრუქტიული მოვლენებია. ვირუსი იქნება მტერი თუ ადამიანი, ორივე შემთხვევაში გარემო იცლება ხალხისგან და შესაბამისად ყოველდღიურ სივრცეებს ეკარგებათ ფუნქცია. მცენარეები კი ინდიფერენტულ, მწვანე ფერში ჩააფლობენ ყველაფერს მიტოვებულ ავტობუსის გაჩერებას.
ცარიელი ავტობუსის გაჩერებები, სამარშუტო განრიგის ჩამქრალი ეკრანები, გამქრალი მიმართულებები ასახავს მდგომარეობას, სადაც ადამიანის გარეშე ყველაფერი უსარგებლოა. მათ არსად აქვთ წასასვლელი, არსად მიიჩქარიან. ყველა აუცილებლობა თუ ყოველდღიური რუტინა სრულიად უმნიშვნელო და უცხო ხდება.