არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

თუ მთა არ მივა მუჰამედთან (ხედი ინსტალაციაზე, მიუნხენი)

ინსტალაცია

თორნიკე რობაქიძე

შერეული ტექნიკა
2020

ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, თორნიკე რობაქიძის ინსტალაციას მიჰყავს თბილისი მიუნხენში. ინსტალაცია ეხება იმ ემიგრანტების პირად ნოსტალგიას,რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან პანდემიის გამო. ეს ნოსტალგია, რომელიც ამავდროულად უნივერსალურია, უფრო რთულად გასამკლავებელია პანდემიის დროს - სახლის/სამშობლოს მონატრება!

ინსტალაციის სათაური მიუთითებს მეტაფორაზე, რომელიც აღწერს მდგომარეობას, რომელშიც გარემოებები ალტერნატიული მოქმედებებისკენ გვიბიძგებს.

ინსტალაცია მოიცავს მხატვრის ტექსტური ნამუშევრის ფოტოსურათს ("ცაში, ჩიტებს შორის, ადამიანი არ არის,მხოლოდ სიყვარულია"), რომელიც განთავსებულია თბილისის პეიზაჟის ფონზე. ინსტალაციას ერთვის ვიდეო ნამუშევარი, რომელიც მოიცავს მოგონებებით შეფერადებული მანძილისა და დროის თემატიკას.

კურატორი: თინათინ ღუღუნიშვილი