Ex-Machina ანუ ნორმების კოდირება
მანანიკო კობახიძე
ციფრული, ვიდეო
2020
ჩემი კვლევის მიზანია დავაკვირდე სოციალური ნორმებს და ცრურწმენებს (წინასწარ განსაზღვრულ მოსაზრებებს), ამისთვის ყველაზე გავრცელებულ ფენომენს მივყევი: დამოკიდებულებას ქალის მიმართ საქართველოში.
რა იწვევს ან რა განსაზღვრავს ქალის როგორც რეპროდუქტიული ობიექტის=მანქანის აღქმას. სოც-ეკონომიკური ნორმებით, ქალმა შეითავსა ყველა ფუნქცია თუმცა გამჯდარი ნორმა, რომ კაცი უნდა ყოფილიყო შემომტანი და ქალი რეპროდუქტიული ობიექტი, მყარად გაიდგა ფეხი ქართულ ცნობიერებაში. ფოკუსირება გავაკეთე თამაშზე/ პაზლზე ამ ნორმებზე დაფუძვნებით. დავწერე კოდი რომელიც აგენერირებს random იმიჯებს და ქმნის ახალს. ამით ერთგვარად არჩევნის საშუალებაც კი არ გვაქვს, ჩვენ უბრალოდ მონაწილენი ვართ არსებული რეალობისა, რომელიც გამჯდარია და თვით გენერირებული. რა არის მიღებული კანონი რაიმის კეთების და საჭიროა თუ არა ამ მიღებულ კანონს ან ნორმას მივყვეთ თუ გვაქვს არჩევნის საშუალება? აქვს თუ არა ქალს ამ შემთხვევაში არჩვენის საშუალება. თვით გენერირებული იმიჯები კოდირების საშალებით, რომელზეც ზეგავლენას ვერ ვახდენთ, ის მანქანაა რომელიც ერთგვარად “აჯანყდა” ჩვენს წინააღდეგ, ვიდეოს სახით დავაფორმატე. ნებისმიერი გზის არჩევის შემთხვევაში ჩვენ მაინც მივიღებთ რაიმე შედეგს ან შევადგენთ რაიმე დასრულებულ პაზლს. სოციუმში მჭიდროდ გამჯდარი ნორმების დარღვევის ერთ ერთი გზა ამ ნორმებით მანიპულირებაა/ თამაშია.პაზლი შეიცავს იმიჯებს და მოსაზრებებს, ჩანახატებს.
ჩემთვის საინტერესოა იმის კვლევა თუ რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ამა თუ იმ გზას, რატომ არ გამოდის ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიერ არჩეული გზით, წინასწარ განსაზღვრული კანონების მორჩიელბით, შედეგის მიღება.
თამაშის მიზანი ზუსტად ამ ლაბირინთების კვლევა ან დაკვირვება, პაზლი რომელსაც არ ექნება არც დასაწყისი და არც ბოლო, შეიძლება ფრუსტრირებაც კი გამოიწვიოს თავისუფლად არჩევის შესაძლებლობამ. შედეგი არ არის მნიშვნელოვანი, ძირითადი მიზანი არის სხვადასხვა ელემენტების მოსინჯვა და პროცესი.