არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

წაიკითხე ტექსტი

ინსტალაცია

თამარ მჭედლიშვილი

ქაღალდი, ბრაილის შტიფტი. ქაფმუყაო, ანაბეჭდი
2015
30X21 ; 20X20 სმ.
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. გამოფენა "Let's See"

 სამყაროში ინფორმაციის მიღების ერთერთი ძირითადი საშუალებაა ტექსტი, რომელიც სხვადასხვა დამწერლობიდან გამომდინარე ერთმანეთისაგან გრაფიკულად განსხვავებულ ვიზუალს ატარებს. თავდაპირველად ტექსტის უშუალო ნაწილს ხატოვანი ნიშნები წარმოადგენდა. გამოსახულების მნიშვნელობა შემცირდა მაშინ, როდესაც სამყაროში ხატოვან ნიშნებთან ერთად ბგერითი დამწერლობაც შემოვიდა. XIX საუკუნეში ანბანის გრაფიკულ გამოსახულებას, საჭიროებიდან გამომდინარე მოცულობაც დაემატა და უსინათლო ადამინებისათვის ბრაილის შრიფტი გამოიგონეს. მოცულობითი ანბანის წაკითხვა ხელის შეხებითაა შესაძლებელი. საინტერესო ფაქტია, რომ თანამედროვე სამყაროში შეხების თემატიკა კვლავ აქტუალური რჩება. სენსორული სისტემა ადამიანებს სთავაზობს ხელის შეხებით მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია . 20 -ე საუკუნეში კიდე უფრო გამარტივდა იფორმაციის გავრცელების ფორმაც. დღეს უკვე დიდი მოცულობის ტექსტის ნაცვლად ქუჩაში, სახლში, აბრაზე თუ სხვადასხვა პროდუქტზე მხოლოდ მინიმალისტური შტრიხ კოდები გვხვდება. ერთერთი ყველაზე გავრცელებული კოდია „სწრაფი პასუხი“, რომელიც დიდი რაოდენობის ციფრულ ინფორმაციას ინახავს. თუმცა, სპეციალური ცოდნისა და ტექნიკის გარეშე ეს კოდი მკითხველისათვს მხოლოდ გრაფიკულ გამოსახულებად რჩება. ამ კუთხით კოდი „ სწრაფი პასუხი“ ბრაილის შრიფტს ჰგავს, რომლის შესრულება თუ ტექსტის წაკითხვა სპეციაურ ტექნიკურ აღჭურვილობასა და ცოდნას მოითხოვს. ბრაილის შრიფტით შედგენილი ტექსტის წასაკითხად აუცილებელია მოცულობითი ანბანის კომბინაციების ცოდნა. ისევე როგორც კოდი : სწრაფი პასუხი.

საბოლოო ჯამში ორივე ტექსტი ამოცანას ემსგავსება, რომლის ამოხსნა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია.