არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

შოთა რუსთაველის სკულპტურა

სკულპტურა

ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილი

ქვა, პროექცია, ბრინჯაო
2007
რუსთაველის სკვერი, კიევი, უკრაინა

"ვლადიმერ იმერლიშვილი ბოლომდე დისტანცირდა სამხატვრო აკადემიაში ნასწავლი საბჭოთა მემკვიდრეობიდან, აკადემიზმიდან ნასაზრდოები სახვითი მანერისგან ფორმა კონცეფტ-ფორმამდე განავითარა. მაგ.: ვ. იმერლიშვილის შოთა რუსთაველის სკულპტურა თავიდან ბოლომდე ასახავს იდეას შოთა რუსთაველის შესახებ. სკულპტურა ქვის ფორმაშია განხორციელებული და იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან შოთა რუსთაველის ფრესკის ასლით საზრდოობს (გამოყენებულია დ. ცხადაძის ფოტო, გადაღებული იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის ჩამოფხეკის ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე). ფრესკაზე დასავლური რენესანსის აღმოსავლელი წინამორბედი შოთა რუსთაველი კურთხევის გამომთხოველი მზერით შეჰყურებდა წმიდა იოანე დამასკელსა და წმიდა მაქსიმე აღმსარებელს და საუკუნეებში ატანდა მავედრებელი ხმა: „ამის დამხატავსა შოთას შეუნდვეს ღმერთმან. მინ! რუსთველი“. რუსთაველის გამოსახულების პროექცირებით სკულპტურა ღამე ნათდება. განზოგადებული ქვის ფორმა არ გახლავთ მყარი მონაცემების მქონე და დღის სხვადასხვა მონაკვეთში მისი იერსახე იცვლება. ემოციური თუ ექსპრესიული შტრიხები შეტანილია ფორმის ფარგლებშივე. ფორმის შუქით ამგვარი მოდელირება ცნობიერების, გონების გასხივოსნების იდეის მატარებელია. ხელოვანი თანამედროვე სააზროვნო მოდელებს იზიარებს, თუმცა ქართულ პლასტიკურ ტრადიციასთან კავშირი ვლინდება ქართული რელიეფისთვის დამახასიათებელი ბლოკურობის პრინციპით, როგორც ფორმაზე დატანილი ინფორმაცია და ამასთან ეთნოკულტურული იდენტობის ვიზუალურ ფორმაში ტრანსფორმირების უწყვეტი პროცესი."


ვლადიმერ ვალო იმერლიშვილი, ალექსანდრა გაბუნიას ბლოგი, 2020