განზოგადებული ფიგურების ურბანულ სივრცეში ინტერვენცია
ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილი
რკინა, ხე, ტერაკოტი
2019
ვლადიმერ იმერლიშვილი ერთ-ერთი პირველია ვინც უბრანულ სივრცეებში ქვის და ლითონის ინსტალაციების კეთება დაიწყო. სივრცეში შემოტანილი სამუშაო მასალის სამგანზომილებით მოცულობას ის შლის შემადგენელ კომპონენტებად, მაგალითად: 1923 წელს დახვრეტილ მამულიშვილთა მემორიალი თბილისში (2018). ნათელია ახალგაზრდა ხელოვანის უნარი დაიმორჩილოს არა მხოლოდ სივრცე, არამედ დაიმორჩილოს დროც. მან დაიწყო საჯარო სივრცეების ლიბერალიზაცია, მაგ.: „მოუჭრელი ხე (ტრანსფორმაცია)“ და პროექტი „განზოგადებული ფიგურების ურბანულ სივრცეში ინტერვენცია“ (2019). მისი ხელოვნება საჯარო სივრცის ხელოვნება ხდება და სოციუმის ჩართვაზე, თანამონაწილეობაზე არის ორიენტირებული. შემდეგ ეტაპზე უკვე მისი მცირე განზოგადებული ობიექტები თუ ციფრული გრაფიკები არა მხოლოდ ესთეტიკური კოდის, არამედ კრიტიკული მესიჯების მატარებლებლებიც ხდებიან.
ვლადიმერ ვალო იმერლიშვილი, ალექსანდრა გაბუნიას ბლოგი, 2020