არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბოტანიკურ ბაღებში გაუჩინარებული ავტობუსის გაჩერებები (ინსტალაციის ამსახველი ვიდეომასალა)

ინსტალაცია

მარიამ აქუბარდია

ხე, ლითონი, მცენარეები, მიწა
2020

პანდემია და ომი მსგავსად დესტრუქტიული მოვლენებია. ვირუსი იქნება მტერი თუ ადამიანი, ორივე  შემთხვევაში გარემო იცლება ხალხისგან და შესაბამისად ყოველდღიურ სივრცეებს ეკარგებათ ფუნქცია.  მცენარეები კი ინდიფერენტულ, მწვანე ფერში ჩააფლობენ ყველაფერს მიტოვებულ ავტობუსის გაჩერებას. 

ცარიელი ავტობუსის გაჩერებები, სამარშუტო განრიგის ჩამქრალი ეკრანები, გამქრალი მიმართულებები  ასახავს მდგომარეობას, სადაც ადამიანის გარეშე ყველაფერი უსარგებლოა. მათ არსად აქვთ  წასასვლელი, არსად მიიჩქარიან. ყველა აუცილებლობა თუ ყოველდღიური რუტინა სრულიად უმნიშვნელო  და უცხო ხდება.