არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მეც მოქალაქე ვარ

ინსტალაცია

კოკა ვაშაკიძე

პრინტი
2014

პროექტი საქართველოს იმ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამოქალაქო უფლებების კრიზისულ ვითარებას ეხმიანება, რომლებიც ვერ იღებენ პირადობის დამდასტურებელ მოწმობებს. 


რამდენადაც ხელოვანს არ ჰქონდა უფლება მოზარდთა ფოტოდოკუმენტაციის გასაჯაროების, მან გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების მიერ კედელზე დახატული ცხოვრების დეტალები გამოიყენა, მაგ., ცალფეხა ციკლოპი რეალური ადამიანის, რუსლანის განპიროვნებაა და ფეხი იმიტომ არ აქვს, რომ, პირადობის არქონის გამო, რუსლანმა ჰოსპიტალური მომსახურება მძიმე ტრავმის შემდეგ ვერ მიიღო.


პროექტის საჯარო ინსტალაცია თავისუფლების მეტროს ჰოლში მოეწყო.