მანქანის ჩურჩული
თიკო იმნაძე
შერეული ტექნიკა
2020
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად კაცობრიობა, მთელი თავისი ადამიანური ურთიერთობებით და სხვა დანარჩენით უფრო ღრმად შედის ციფრულ სამყაროში, სადაც ინდივიდების ფიზიკური არსებობა მეორე ხარისხოვანი ხდება და წინ იწევს მათი ცნობიერისა და ალგორითმის იდენტობები. ეკრანებზე, რომლითაც ერთმანეთს ვესაუბრებით არა ჩვენ არამედ პიქსელებისგან შემდგარი ჩვენივე თავის იმიჯებია, რომლის რენდერსაც ერთმანეთის ეკრანებზე ალგორითმი უზრუნველყოფს.
ალგორითმები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი გვაძლევენ რეკომენდაციებს, გვთავაზობენ მეგობრებს სოციალური ქსელებისთვის, გვირჩევენ ჩვენთვის შესაფერის პარტნიორებს. ალგორითმები ანაცვლებენ ადამიანებს სამსახურებში და ისინი კიდევ და კიდევ უფრო ღრმად შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში და იკავებენ ადგილს, რაც დიდი კორპორაციების მიერ კლიენთან მომსახურების სერვისში ადამიანის ბოტებით ჩანაცვლებით გამოიხატება.
პროექტი ,,Machine Whispering’’ კომპიუტერული და ადამიანური ალგორითმების კოლაბორაციაა, ხელოვანის მიერ შერჩეულ პირველ სიტყვას ალგორითმი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვენივე შექმნილ დატაში ოპერირებს, 3 წინასწარმეტყველურ (predictive) სიტყვას სთავაზობს რის შემდეგაც ერთვება human-based genetic algorithm (HBGA)-ი, ადამიანში არსებული ალგორითმი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებასა და არჩევანის გაკეთებაში გვეხმარება. სწორედ აქ ირღვევა საზღვარი ზემოთ აღნიშნულ ორ ალგორითმს შორის და ასე იქმენბა ლექსი, რომლის ხასიათიც ხშირ შემთხვევაში მელანქოლიური და სევდიანია, ლექსის, რომელსაც ტექნიკაში, ციფრულ სამყაროში დაკონვერტირებული ალგორითმი ხელოვანთან ერთად ქმნის და რომლის პოეტურობაც, მისი, როგორც ცნობიერის იდენტობას უსმევს ხაზს.
ტექსტი : ოთსონ მიმინოშვილი.