ნიჩურიტი
ანდრო დადიანი
2020
ჩემთვის წინასაარჩევნოდ ქალაქში ნიჩურიტის გამოჩენა ჩაგრული მდგომარეობიდან გამოსვლის ხატია. პოლიტიკოსები სულ გვპირდებიან და მერე უკან მიაქვთ ის დაპირებები, ამ თამაშის წესებზე დგას დღეს პოლიტიკური სისტემა და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს არჩევნების წინ ვინ იწყებს საუბარს. მე შემიძლია თავი დავიცვა უნდობლობით, უიმედობით, ვამხილო მჩაგვრელი სისტემა და ამ, სამ მეტრამდე ირონიით შევავიწროვო მეც ის.