არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სარკევ.. სარკევ..

ობიექტი

თამარ მჭედლიშვილი

2020
170x60 სმ.
ფოტო: ფოტო: სანდრო სულაბერიძე
ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი. გამოფენა: "ხელოვნება და თავისუფლება პანდემიის დროს"

არტ ობიექტი სარკევ, სარკევ... ერთგვარი მექანიზმია, რომელიც ქალთა ძალაობის დაფარული ისტორიების მიმართ დამთვალიერებელს მეტი ყურადღების გამოჩენისა და დაკვირვებისკენ უბიძგებს. სარკე „მდიდრული“ ჩარჩოთი, რომელიც ფუფუნებასთან  ასოცირდება, საკუთარი თავის ანარეკლის დანახვის სანაცვლოდ მაყურებელს  ფოტო სერიის დათვალიერებას სთავაზობს. პოლაროიდით გადაღებული ფოტოები მსხვერპლი ქალების, ჩვენთვის უცნობი ცხოვრების ბუნდოვან კადრებს ასახავს. თითოეული გაურკვეველი სიუჟეტის ფოტოზე, თეთრ ჩარჩოზე მიმაგრებული  მცირე ზომის შტრიხკოდის ქვეშ კი, თითო ისტორია ინახება. დაინტერესების შემთვევაში,სპეციალური კოდის წამკვითხველის დახმარებით დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს თითოეულ მათგანს.